საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, 27 დეკემბერს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვდება. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” თავად მარგველაშვილმა დაუდასტურა.
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში „ომიკრონით“ ინფიცირების 50-მდე შემთხვევა დადასტურდა.
ეკატერინე ტიკარაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შესაძლო კონფლიქტს და ამ მიზეზით თანამდებობის დატოვებას კიდევ ერთხელ უარყოფს“, - ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას - ტოვებს თუ არა პოსტს მთავრობის მეთაურთან კონფლიქტის გამო და ამით ხომ არ ცდილობს, პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას თავი აარიდოს.
ეკატერინე ტიკარაძე ამ წუთებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი კორონავირუსის ახალი შტამის პიკურ გავრცელებას საქართველოში 2-3 კვირაში ელოდება.
ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუს-ის შენობაში მას შემდეგ, რაც სუს-ი გაუქმდება - მიხეილ სააკაშვილი
ერთი მაგარი კლუბიც უნდა გაიხსნას სუს-ის შენობაში მას შემდეგ, რაც სუს-ი გაუქმდება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერილში წერს, რომელიც მის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე დღესასწაულების შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით ლოქდაუნებს პროგნოზირებს. მისი მტკიცებით, სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოც ჩაიკეტება. ფხაკაძე მოსახლეობას და დამსაქმებლებს რეკომენდაციებს აძლევს:
ზოგადად, არ ვარ აღფრთოვანებული ფართომასშტაბიანი ამნისტიით. ყოველთვის მომხრე ვიყავი, რომ სამართლიანობას ეზეიმა, მაგრამ როდესაც ქვეყანაში არის კრიზისი, ესეც მსოფლიოდან მიღებული პრაქტიკაა, რომ შეიძლება დაიწყოს ფართომასშტაბიანი ამნისტიაზე საუბარი იმისთვის, რომ პოლიტიკური კრიზისი მოიხსნას, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს მთავრობა მეოთხე თაობის ბიომეტრული პასპორტის და ახალი თაობის პირადობის მოწმობის დანერგვას გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.