საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა „მოქალაქეებმა“ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარადგინა. ლევან იოსელიანს, 6 მარტს, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.
როგორც დღეს ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, პარლამენტი პლენარულ სხდომაზე სახალხო დამცველობის კანდიდატურას უყრის კენჭს.
სახალხო დამცველს პარლამენტი ირჩევს 6 წლის ვადით.