გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი და ქარი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან სეტყვა.
თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირია დაკავებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გუბერნატორს ბრაიან კემპს, ჯორჯიის შტატის პირველ ლედის და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა.
დაკარგულ გოგონას მწვანე მაისური და ჯინსის ბრიჯი აცვია - მოზარდის აღწერილობის შესახებ დიდი დიღმის ფეისბუქ ჯგუფში, ადგილობრივები ავრცელებენ ინფორმაციას.
რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 17 ივნისიდან იცვლება.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველო ბოლო ათწლეულის განმავლობაში იყო და დღესაც ინარჩუნებს წამყვანი რეფორმატორი ქვეყნის სტატუსს ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 20 და 24 ივნისს, უმასპინძლებს გურამ წიბახაშვილის და მირიამ გრიგალაშვილის შეხვედრებს ფოტოგრაფიის შესახებს.
მოსახლეობას უკვე მიეწოდება ელექტროენერგია და მუშაობა მიმდინარეობს სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენაზე.
თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards 2023 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „კოდი“ წარმოებულმა თაფლმა „ნინოწმინდის თაფლი - ალპიდა“, ხარისხის ნომინაციაში, უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი მიიღო.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონის პროექტი „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები, რომლითაც საქართველოში პარაპლანებით ფრენების რეგულირება განხორციელდება, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.