არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.
როგორც ცნობილია, ფონიჭალაში მამაკაცმა არასრულწლოვანი გოგონა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორნმაციით, ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, წინასწარი შეთანხმებით არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებთ.