საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტრის (კმ17-კმ27) მონაკვეთზე, 21 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით, დაგეგმილია პერიოდული შეკეთების სამუშაოების ჩატარება.
ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია.
15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის, 4 გინესის რეკორდისა და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელი პოპისა და R&B-ს ლეგენდა Bruno Mars საქართველოს 1 ოქტომბერს Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა!
უნდა შევზღუდოთ ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება, მაღალ რისკებს შეიცავდეს როგორც გაშვილებასთან, ისე ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
1-ელი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს.
გაფიცული მაღაროელები ჭიათურიდან დედაქალაქში გადაინაცვლებენ და პროტესტს პარლამენტის შენობის წინ გააგრძელებენ. აქციის ორგანიზატორების თქმით, 50-მდე მაღაროელი შიმშილობას საკანონმდებლო ორგანოს წინ დაიწყებს.
ჭიათურაში მიმდინარე მაღაროელთა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ თვალები ამოიკერა.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი უკვე ერთი კვირაა გრძელდება. გაფიცული მაღაროელები მე-6 დღეა შიმშილობენ.
ისინი მუნიციპალიტეტის მერიასთან რჩებიან და პერიოდულად ქალაქში მსვლელობას მართავენ. გუშინ ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.
დასაქმებულები კომპანიის მიერ შეთავაზებულ პირობებს აპროტესტებენ და მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.
მათი თქმით, აქციები შეწყდება და მუშაობა განახლდება იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებულების ხელფასები გაიზრდება და პირობები გაუმჯობესდება.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177- კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება.
უკრაინის ქალაქ ოდესაში წყლის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების გამო ზღვაში ცურვა აიკრძალა, – ამის შესახებ ოდესის საკრებულოში განაცხადეს.