თურქეთში თოვლისა და უამინდობის გამო, წუხელ თბილისიდან სტამბოლის „საბიჰა გოგჩენის“ აეროპორტის მიმართულებით ოთხი რეისი გაუქმდა.
სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აჭარბებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლიდან 8 თებერვლის ჩათვლით საქართველოში ნალექიანი ამინდი იქნება.
თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საქართველოში, ბოლო პერიოდში COVID-ის ახალი შემთხვევების მცირე მატება აღინიშნება, დღეში 500-მდე - პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო.
89 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ჯემალ ღაღანიძე. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას რუსთაველის თეატრი ავრცელებს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ეს კომენტარი სახელმწფო დეპარტამენტმა "ამერიკის ხმასთან" გააკეთა.