გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2023 წლის 1-ელი იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 269 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარულ ტვირთს გააგზავნის
პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული პირების დახმარებისთვის საქველმოქმედო აქციას იწყებს, – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
ყოველწლიურად, 4 თებერვალს, კიბოს მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს თარიღი ორგანიზაცია "კიბოს კონტროლის საერთაშორისო კავშირის" (Union for International Cancer Control (UICC)) მიერ 2005 წელს დაარსდა. მისი მიზანი კი კიბოს სიმძიმის, მისი დიაგნოსტიკის, პროფელაქტიკის/პრევენციის და მკურნალობის ცნობიერების ამაღლებას წარმოადგენს საზოგადოებასა და ჯანდაცვის სპეციალისტებში.
ორწლიანი ძებნის შემდეგ, ბადრი ესებუა ზუგდიდში გამთენიისას დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს სასჯელი არ გადაუვადა. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასება ყველას გვევალება – ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით, ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
პრეზიდენტისკენ ხელის გამოშვერა არაფრის მომტანია, ვითომ არ იცოდეს ყველამ, ან ერთმა ან მეორემ, რომ პრეზიდენტის შეწყალებით მიხეილ სააკაშვილი ვერ გათავისუფლდება (კიდევ სამ საქმეზე არის ბრალდებული), – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო საავტომობილო გზებზე გადაადგილების შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
„საბამ“ ლიტერატურული კონკურსი წელს, ოცდამეერთედ გამოაცხადა - ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე, რისთვისაც მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებ-გვერდზე saba.com.ge,- ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია.