საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი შოვში, სტიქიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რაჭაში მომხდარი უდიდესი ტრაგედიის გამო. სამძიმარს ვუცხადებ ამ საშინელი სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ყველაფერი კეთდება დაკარგულთა გადასარჩენად. უმძიმესი წუთებია ყველა ჩვენგანისთვის“, – აღნიშნავს ფინანსთა მინისტრი.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული.