უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შოვში სტიქიის დროს დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმად თანავუგრძნობთ საზოგადოებას სტიქიური უბედურების გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ნათესავებსა და ახლობლებს და მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ რაჭის მაღალმთიან რეგიონში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ყველა დაშავებულს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, 25 ადამიანს კი, ეძებენ.