არ ვფიქრობ, რომ ცალკეული შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Bloomberg-ის კითხვას, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას შეეხებოდა.
ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ76–კმ97 (ახალციხე-ვალე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და უკრაინის ამჟამინდელი მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მოკვლას აპირებს.
მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე უკრაინულ ენაზე გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ამაყობს უკრაინელი ხალხით, მისი პრეზიდენტით და დარწმუნებულია გამარჯვებაში:
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესს დისტანციურ რეჟიმში ესწრება. მან მოსამართლე განუცხადა, რომ მის მდგომარეობა მძიმეა და ადეკვატურ მკურნალობას ითხოვს.
თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარება, მცირე და საშუალო ბიზნესების განათლების ხელშეწყობა მისიაა, რომლის შესასრულებლად, უკვე მეექვსე წელია, პროგრამით „სტარტაპერი“, ახალ ბიზნესებს ფინანსურ და არაფინანსურ მხარდაჭერას უწევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მზად არიან, გააგრძელონ კონსტრუქციული ურთიერთობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია მედიის შეკითხვებზე რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების მიერ გაცემულ პასუხებში, რომლებიც სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პროგრამა იწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 52.58 პროცენტი მიიღო. ამის შესახებ პარტიის ოფისში პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.