პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას ევროპის დედაქალაქებში ოფიციალურ ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. რის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.
პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღეს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ მსოფლიოს, უმძიმესი დღეები უდგას და დღეს ყველასთვის გარდამტეხი მომენტია და მათ შორის, საქართველოსთვის.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოდან გაწვეული ელჩის უკან დაბრუნების თხოვნით მიმართა.
ასეთ გადამწყვეტ ეტაპზე არ მესმის და ვერ შევეგუები იმას, რომ დღეს, ამ გზაგასაყარზე კინკლაობის, ქიშპობის, მტრობის, დამღუპველი დაპირისპირებისა და პოლარიზაციის დასრულების მაგივრად, თქვენ აქ შეკრებილნი ივიწყებთ იმას, რაც ასახულია ჩვენს გერბზე: „ძალა ერთობაშია“! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებისას განაცხადა.
ბელარუსმა სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბი ავრცელებს.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინის ცა არ ჩაიკეტება, მხოლოდ დროის საკითხია, სანამ რუსული რაკეტები ნატო-ს ტერიტორიაზე, ნატო-ს ქვეყნების მოქალაქეების სახლებს დაეცემა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინულმა არტილერიამ მელიტოპოლის მახლობლად რუსული ძალების 200-მდე ერთეული ტექნიკა გაანადგურა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები იმდენად დაღლილები არიან, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული აღჭურვილობის სარემონტო სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება შეწყვიტეს, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაციის წევრები რუსეთთან ყოველდღიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. დელეგაციის წევრებს მკაფიო ამოცანა აქვთ - ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ პრეზიდენტების შეხვედრა შედგეს.