საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოსთვოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.
ტელეფონით ვესაუბრე მაია სანდუს, ვოლოდიმირ ზელენსკის და ირაკლი ღარიბაშვილს, რათა მიმელოცა ისტორიული მიმართულება, რომელსაც მათი ქვეყნები იღებენ ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საერთო სახალხო ზეიმი ხვალ, 17:00 სააათზე გაიმართება.
„ეს არის ისტორიული მომენტი და აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას“, — განაცხადა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ.
ეს არის ღირსეულად მოპოვებული, დამსახურებული სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გადაწყვეტილებები მიღებულია. ჩვენ გავხსენით მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან, მივეცით სტატუსი საქართველოს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.
ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი მოემსახურება.