საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შულავერი-შაუმიანი-სიონი- წერაქვის საავტომობილო გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა.
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ბორჯომში, სოფელ ლიბანში, რეგისტრირებულ სახერხ საამქროში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის გადამუშავების ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გეოლოგების სამი ჯგუფი საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტების საჭიროებების დაკმაყოფილება და ხარისხიანი სერვისის ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
საქართველოს საპატრიარქო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის დასკვნას აქვეყნებს.
ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების უფლება მხოლოდ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ საშენებს ექნებათ. შესაბამისი ცვლილებები „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში შედის. კანონპროექტის მიხედვით, მეპატრონე, რომელიც დაინტერესებულია ცხოველის გამრავლებით, ვალდებული იქნება, საშენს მიმართოს.
ძაღლისა და კატის მიკედლება საბავშვო ბაღების, სკოლების, საბავშვო და სპორტული მოედნების, მეტროპოლიტენის, ბაზრის, სამედიცინო კლინიკების, ავტოსადგურებისა და სასაფლაოს ტერიტორიაზე დაუშვებელი იქნება.
მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები.