საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მომზადებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა წესდება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
ჯანდაცვის სამინისტრო რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან კონსულტაციების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყებაში განმარტავენ, კონსულტაციები გრძელდება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
ევროკომისიამ ჩინური კომპანია ByteDance-ის კუთვნილი სოციალური ქსელის, „ტიკ-ტოკის“ წინააღმდეგ ფორმალური გამოძიება დაიწყო.
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
კახეთში დამატებით 1015 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი წყალუზრუნველყოფილი გახდება - ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ50 (ვერონა-შუამთა) მონაკვეთზე მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
პროფესიული განვითარების საბჭოს შემადგენლობა განახლდა. სხდომას ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრმა საბჭოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და წევრებს წარმატებები უსურვა. მისივე განცხადებით, საბჭოს შემადგენლობა პერიოდულად განახლდება.
კოალიციური მთავრობა თუ გვეყოლება, ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა.