,,თაკარა“ - პირველი ქართული რესტორანია, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო. ობიექტი გაფრენის დარბაზის მეორე სართულზე მდებარეობს და აეროპორტში პირველი A la carte რესტორანია, რომელიც მგზავრებს ქართული კერძების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ბათუმში „გმირთა ხეივნის“ სრულ რეაბილიტაციასა და საფეხმავლო სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ინტენსიურად აგრძელებს.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო სისტემაზე ხელშეკრულების სტანდარტული ფორმები და შპს „საქართველოს მელიორაციის“ მომსახურების ქვითრის ფორმა დაამტკიცა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა შეხვედრა გამართა საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან (AFD).
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ სქელში ავრცელებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განცხადებით, აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას და რეისებს შეფერხების გარეშე ემსახურება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რეგულაციასთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამშრომლებს ახალი მოადგილე ირაკლი მხეიძე წარუდგინა.
ქუთაისი-ბარსელონას ავიარეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა, მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების სავარაუდო არსებობაზე ინფორმაციაა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.