გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ვასილ გედევანიშვილის განცხადებით, ბაღდათში, სტიქიის ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოდან გეოლოგების რამდენიმე ჯგუფი მუშაობს.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სოფელ ასურეთთან მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნისას დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორი მიშო ბიძინაშვილია.
რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ საქმიანობაში ამაში გასაკვირი არაფერია, - ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრორექტორმა ვახტანგ ჭარაიამ Energynews-თან საუბრისას განაცხადა.
თიბისის პროექტ ბიზნეს დაჯილდოებას უკვე ჰყავს ფინალისტები, რომლებიც ჟიურიმ 400-ზე მეტ კანდიდატს შორის შეარჩია. ნომინაციაში „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ ფინალისტები არიან „პეტიტ ბაზარი“, „ბაბალე“ და „ტენე“.
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო დღეს რამდენიმე რეისი გაუქმდა.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში სამძებრო-სამუშაოები გრძელდება. მაშველები ამ დროისთვის 6 ადამიანს ეძებენ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეთში, მაშველების მიერ ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ამ დროისთვის გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია ერთი მოქალაქე, ნაპოვნია სამი ცხედარი, ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება ექვსი პირის მიმართ, – ამის შესახებ ნათქამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.