შინაგან საქმეთა სამინისტროს 3 ოქტომბრის სტატისტიკით, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის 112 733 მოქალაქე იმყოფება. ასე უპასუხა უწყებამ პარლამენტის წევრ ლევან ქარუმიძეს დადეპუტატო კითხვის ფორმატში.
მოლდოვის ხელისუფლებამ ელექტროენერგიის დაზოგვისთვის საჭირო ზომები დაამტკიცა.
მუშტაიდის ბაღთან მდებარე აუზზე, თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია, მოზარდები და მათი მწვრთნელი, სავარაუდოდ ქლორის ზედოზირებით მოიწამლნენ.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის თქმით, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს იმ ჯიშის ძაღლების გაწვრთნა, რომლებიც გაწვრთნას ექვემდებარებიან.
ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, კაჩინსკის ქუჩისა და ქეთევან დედოფლის გამზირის კვეთასთან არსებული გზაჯვარედინი ჩაიკეტება, რის გამოც, 26 ოქტომბრის 00:00 საათიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილების სქემა შეიცვლება.
ჩვენ ვრჩებით მოწოდებულები, ვიმუშაოთ საქართველოსთან რეფორმების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროა ევროატლანტიკური მიზნების მისაღწევად, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
ძლიერი წვიმა აჭარაში - დატბორილია მახინჯაური. პრობლემები შეიქმნა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში.
ნატო გააკეთებს ყველაფერს, რომ უკრაინამ ომში გაიმარჯვოს, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა „დოიჩე ველეს“ გადაცემა „კონფლიქტის ზონაში“ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს სადილზე უმასპინძლა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად სადილი „შატო მუხრანში“ გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. პრეზიდენტმა ჰაარეცის დემოკრატიულ სამიტში ვიდეოკონფერენციის სახით მიიღო მონაწილეობა და ისრაელს მოუწოდა, განსაზღვროს, სურთ თუ არა დემოკრატიულ სამყაროსთან ყოფნა.