ჩვენი მიზანია ძალიან ცხადი გზავნილის გაჟღერება მმართველი პარტიის წარმომადგენელთა მისამართით, პარლამენტშიც და მთავრობაშიც - რისკებისა და სერიოზული შედეგების წინაშე დადგება საქართველო თუ ისინი განაგრძობენ ამ ძალიან სახიფათო კურსით სიარულს - ამის გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს არ წარმოადგენს, ეს პრაქტიკულ ნაბიჯებს მოითხოვს, რომ ქვეყნის სამართლებრივი, მართლმსაჯულების და სხვა სისტემები ევროპულ სტანდარტებს მოერგოს, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.
მოვისმინეთ მიხაელ როთისგან თავდასხმა საქართველოს ეკლესიაზე, ქარაფშუტა პოლიტიკოსები თავს ესხმიან ქართულ ეკლესიას, ვერც აცნობიერებენ, რას უკეთებენ თავის ქვეყანას, მის სახელს საქართველოში, ზუსტად ასეთი ქარაფშუტა პოლიტიკოსები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ ვეტოს დადებით ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში არ შევიდოდი, არა და არასოდეს, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
პარლამენტთან მიმდებარე აქციის მონაწილეების ნაწილი გმირთა მოედნისკენ მიემართება.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები მივიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 13 პირია დაკავებული.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა.
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, კითხვაზე, თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა საქართველოში ქართული ოცნების მიერ ინიციირებული "გამჭვირვალობის კანონი?" - 68% მიიჩნევს, რომ არ არის საჭირო, ხოლო 32% ამბობს, რომ საჭიროა.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, შსს-მ კანონმდებლობით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენა, – ამის შესახებ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.