[„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის] პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა იქნება ხვალ, - ამის შესახებ ანრი იხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ჩვენთვის ცნობილია, რომ დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის, შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება, – ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
"გთავაზობთ, ამ კანონის ამოქმედების ვადა 1 ნოემბრისთვის გადაიტანეთ",- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა და საქართველოს მთავრობას კანონის გადავადებისკენ მოუწოდა.
ქართული სახელმწიფო დღეს არის სუვერენული, როგორც არასდროს და ეს სუვერენიტეტი კიდევ უფრო განმტკიცდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ უნდა გავყვეთ საზოგადოების უმრავლესობის ნებას, რასაც წყვეტს უმრავლესობა, მით უმეტეს, რომ ეს არის რაციონალური გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 11 მაისს ლეონიძის ქუჩაზე, სამართალდამცავების მხრიდან მოქალაქის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მე გულწრფელად ვიმედოვნებ, მიუხედავად ყველა სირთულისა, მაინც მოვახერხებთ წინსვლას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩისნკიმ საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
რა თქმა უნდა, ყველაზე მარტივი და საუკეთესო გამოსავალი იქნება ამ კანონპროექტის ჩაგდება და არ მიღება - იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული კანონპროექტი მიიღება ამჟამად არსებული სახით, ეს იქნება სერიოზული წინაღობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
თუ პრინციპულობით და ენთუზიაზმით, ოღონდ პრაგმატულად ვიმოქმედებთ და არა ემოციურად, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ შედეგებს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა განაცხადა.