ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოში გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს, დიდიე ტღებიუკს შეხვდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და
სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.
„აღინიშნა, რომ საქართველო წარმატებით და ნაყოფიერად თანამშრომლობს გაერო-ს ორგანიზაციებთან ჯანდაცვის, სოციალური თუ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ჯანდაცვის მინისტრმა გაერო-ს მუდმივი კოორდინატორს მიმდინარე რეფორმებისა და პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, ჯანდაცვის სერვისებზე ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ასევე – სოციალურ საკითხებს.
მხარეები პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი სილვიუ დომენტე და გაერო-ს მუდმივი კოორდინატორის ოფისის დონორებთან ურთიერთობის კოორდინატორი დავით მუშკუდიანი ესწრებოდნენ“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.