ჩვენ თუ გვინდა, პარტნიორებთან ერთად შევჯერდეთ საერთო ინტერესებზე, აუცილებელია სამართლიანობა, ყველამ უნდა აღიაროს კანონის გამართული ბუნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ელჩები იმიტომ გაექცნენ ამ დისკუსიას, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ ჰქონდათ კანონის წინააღმდეგ.
20:00 საათზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ვეტოს დაძლევას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების მატება
საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე დედაქალაქში 28 მაისიდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ვიზიტი ჟენევაში გრძელდება, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მონაწილეობს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ჟენევაში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონთან დაკავშირებით ერთობლივი წერილით მიმართავენ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მარტომ იმუშავა კანდიდატის სტატუსის მიღებაზე და ოპოზიციას არაფერ გაუკეთებია.
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ქართული ქარტიის“ ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანებას.