ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ქართველ ხალხს თანადგომას უცხადებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები საქართველოში მოსული უხვი ნალექის გამო შესაბამისი ტექნიკითა და მცურავი საშუალებებით მობილიზებულები არიან.
თელავის მოქმედი აეროდრომიდან, საავიაციო უნივერსიტეტის ორი საჰაერო ხომალდი აფრინდა და თელავის ცენტრალური მოედნის თავზე მწყობრში გადაიფრინა.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დამოუკიდებლობის დღეს, თელავის ერეკლე მეორის სახელობის აეროპორტის გაცოცხლებული კონცეფციით კახეთში, თელავის ცენტრალურ მოედანზეა წარმოდგენილი.
საძიებო სისტემის მთავარ გვერდზე 26 მაისის დადგომისთანავე გაჩნდა სპეციალური „დუდლი“ საქართველოს დროშის გამოსახულებით.
ანკარაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს დროშის ფერებით განათდა ანკარის ერთ-ერთი სიმბოლო, „ტყუპებად“ წოდებული თურქეთის პალატებისა და ბირჟების გაერთიანების TOBB შენობა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
უხვმა ნალექმა კახეთში პრობლემები შექმნა. კერძოდ, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ახმეტის და თელავის მუნიციპალიტეტში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ თითოეულ ქართველს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ ზეიმობთ ჩვენს უმთავრეს ეროვნულ დღესასწაულს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჩვენ არასდროს შეგვშლია მტრისა და მეგობრის გარჩევა, მოყვარეს მუდამ მოყვრულად ვხვდებოდით, ხოლო მტრებისთვის „ავი მუსაიფები“ ვიყავით, -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.