საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ხანძრების პრევენციისა და სწრაფი რეაგირების მიზნით, კახეთის რეგიონში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში საველე ოპერაციების შტაბი გახსნა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან, გიორგი ამილახვართან ერთად, უკრაინელ მოსწავლეებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით საზაფხულო ბანაკში ისვენებენ.
„ილიაუნისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორი გიორგი გახელაძე გარდაცვლილი იპოვეს.
სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია.
შსს-მ I კვარტალში ნარკოტიკულ ზემოქმედებაზე 1 416 პირი შეამოწმა, საიდანაც 1 071-ს ნარკოტიკული თრობა დაუდასტურდა.
დღეს, ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. გუშინ მოსულმა სეტყვამ ვენახები, საზამთროსა და ნესვის ბაღები დააზიანა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი რაჭაში, ქალაქ ონიდან 10კმ, სოფელ ირთან დაფიქსირდა.