სამწუხარო დღეა საქართველოსთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი სოციალურ ქსელში წერს და საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ქართულ ოცნებას“ მილიონი შანსი ჰქონდა, საქართველოსთვის არ ეღალატა, მაგრამ მაინც არჩიეს, პუტინს დამორჩილებოდნენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში წერს.
ვწუხვარ, რომ მთავრობამ ფაქტობრივად გადაწყვიტა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია შეაჩეროს, - ასე გამოეხმაურა ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ „საქართველო უკეთესს იმსახურებს“.
წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ იმაზე ბევრად უფრო მაღალ ზრდაზე, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებს შეეხებოდა.
საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს შემდეგ სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.
რუსულ კანონს არ დავემორჩილებით! , - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი.
მე ამ საღამოს თქვენთ ვარ, 84 შუალავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია , - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას.
სამწუხარო დღე, - ასე აფასებს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას.