თბილისში, დიდ დიღომში, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
არსებული ინფორმაციით, მოკლულს ჭრილობები ცივი იარაღით ყელის არეში აქვს მიყენებული.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, მომხდარზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
„ვარკვევთ, ვმუშაობთ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. პოლიცია მუშაობს. დამნაშავე აუცილებლად იქნება დასჯილი“, – განაცხადა კუპატაძემ.
კითხვაზე, პოლიციამ იცის თუ არა, ვის ეძებს, კუპატაძემ აღნიშნა: „რა თქმა უნდა. ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით“.
გავრცელებული ცნობით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.
მკვლელობა დიდ დიღომში დღეს საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.