აშშ-ის ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს. საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს, – ამის შესახებ ნათქვამია შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.
შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს, არ შეესაბამება არათუ სტრატეგიული პარტნიორობის, არამედ, ზოგადად, პარტნიორულ სულისკვეთებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული.
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება, ამისთვის ვიზაზე უარი კი არა, სიკვდილზე წავსულვართ ქართველები, რომლებიც, როგორც ჩანს, ვერა და ვერ გაგვიცნეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
ვაცხადებ ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს.
ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან EURO 2024 ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე გასამგზავრებელი სუბსიდირებული ბილეთები TKT.GE გაყიდვაში ხვალ 13:00 საათიდან ჩაეშვება. 1 გზის ღირებულება 195 ევრო იქნება.
გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაშია ნათქვამი.
ირაკლი შოთაძე აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას ტოვებს. აღნიშნულის შესახებ შოთაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე „H 145“ ვერტმფრენი შეემატა. მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, Airbus Helicopters-ის საწარმოში მოხდა.