ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, დეპუტატები და ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების მიზნით, მაგისტრალურ მილსადენზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა- კრწანისის და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
6 ნოემბერს გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს.
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იძულებით გადაადგილებულ 603 ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის.
20-22 ნოემბერს, 5 მარეგულირებელი უწყების - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით, კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
დიდთოვლობის გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადო) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დღევანდელ შეკრებაზე ისინი ხელახალი არჩევნების ჩატარებაზე და სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ.