ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის კვეთაზე მიმდინარე აქციაზე 16 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, მათგან სამი ხელწერილით გაუშვეს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ბიზნესთაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი რჩება დაკავებული.
"ბიზნესთაიმის" კითხვაზე თუ სად იმყოფებიან დაკავებულები ამ დროისთვის - სამინისტროში განაცხადეს, რომ ისინი სხვადასხვა იზოლატორებში არიან გადანაწილებულნი და სხვადამატებით ინფორმაციას ამ დროისთვის ვერ აკონკრეტებენ.
ამ დროისთვის, აქცია მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარეობს. მანამდე აქციის მონაწილეები თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. გამთენიისას პოლიციამ ტერიტორია ძალის გამოყენებით დაშალა. ტერიტორია, რომელიც აქციის მონაწილეებს ჰქონდათ დაკავებული, სამართალდამცველებმა ხელოვნური კონსტრუქციებისგან გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი – მელიქიშვილის გამზირის, მეორე ნაწილი კი ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით განდევნეს.