თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აქციის მონაწილეების მსვლელობის გამო ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ გადაიკეტა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან ჯგუფ „დაიტოვეს“ ორგანიზებული აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობას მართავდნენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი.
ოკუპირებულ აფხაზეთში აქციის მონაწილეები ე.წ. პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს: ბაია კვიციანი, გიორგი მოდებაძე და ანა მღებრიშვილი. შესაბამის ბრძანებებს ხელი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 ნოემბერს მოაწერა.
14 ნოემბერი დიაბეტის მსოფლიო დღეა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თარიღთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი, გორში, კლინიკა ,,მედიქალ ცენტრში“ იმყოფებოდა, სადაც დიაბეტის დიაგნოზის მქონე პაციენტებსა და მედპერსონალს შეხვდა.
ნუ დავყოფთ საზოგადოებას უმცირესობად - უმცირესობა არ არსებობს, ყველა ერთნაირები ვართ - ვის ვინ მოსწონს და ვის რა ორიენტაცია აქვს, ეს მისი უფლებაა, მაგრამ თავისთვის დაიტოვოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე გაიმართება.