დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე, სადაც სარკინიგზო შემთხვევის დროს „საქართველოს რკინიგზის“ 2 თანამშრომელი დაიღუპა, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან და შესაბამის მოქმედებებს ახორციელებენ.
საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობამ 2024 წლის პირველ ნახევარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გასულ თვეში სხვადასხვა ქვეყნის 33 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევეს.
„დასრულდა ურეკის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა“,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ურეკის ახალი სკოლის დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, პროფესორ დავით ნარმანიას მოწვევით იენის (გერმანია) უნივერსიტეტის ენერგეტიკის სამართლის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მათიას კნაუფმა ენერგეტიკის სამართლის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
დაურეგისტრირებელ სახერხ საამქროებთან და ხე-ტყის უკანონო დამზადებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ოზურგეთიდან კურორტ გომისმთამდე მგზავრობა ახლად რეაბილიტირებული 21 კმ-იანი, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი, კომფორტული და უსაფრთხო გზით უკვე 45 წუთშია შესაძლებელი.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, 2 სექტემბრის სხდომაზე, „ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავს.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის დასავლეთის ბატალიონის სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფმა, რუმინეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების საზღვაო ჯგუფთან ერთად, შავ ზღვაში სამხედრო სწავლება ჩაატარა.
მიხეილ სარჯველაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წეროვანში სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის ახალი შენობა გახსნა.